ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და დაწვა
21:56:52     23-01-2013
რამდენიმე თვის წინ, კონფლიქტის გამო სახლიდან წასულმა მამაკაცმა, მოსკოვში მცხოვრებ მეუღლეს, ორი წლის შვილის თვალწინ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი მოუკიდა.
ახლა ტატიანა მძიმე დამწვრობით საავადმყოფოშია მოთავსებული და ინტენსიური თერაპიის კურსს გადის.
ეს ყველაფერი მოხდა წამში - ყვება ტატიანა, რომელიც შვილთან ერთად სიკვდილს მეზობლებმა გადაარჩინეს, ვინაიდან ბენზინი ავეჯზეც იყო დაღვრილი და ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა, ტატიანას მეზობლებმა, რომლებსაც მან საშველად უხმო, სასწრაფოდ გამოიძახეს სამაშველო სამსახური.
ხანძრის შედეგად ორი წლის ბავშვი არ დაშავებულა, მამამისმა, კი მას შემდეგ რაც მეუღლეს ცეცხლი მოუკიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა მაღაზიაში არაყი იყიდა და სვამდა, როდესაც პოლიციამ დააკავა. გამომძიებლები დანაშაულის ძირითად მოტივად ეჭვიანობას ასახელებენ.