
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ რეზოლუცია მიიღო
17:01:09     23-01-2013
სტრასბურგში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ჰუმანიტარული რეზოლუცია მიიღეს. ევროსაბჭოს დეპუტატებმა დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. დოკუმენტის მიღებას წინ მწვავე დებატები უძღოდა. საბოლოოდ ოფიციალურ დოკუმენტში ის მოთხოვნები შევიდა, რაც ქართულმა მხარემ შეადგინა.
დოკუმენტში ტერმინი ოკუპაცია და 2008 წელს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებები დარჩა.
ევროსაბჭოში გამართულ დებატებში რუსეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ თუ საქართველოს მთავრობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ რუსეთ-საქართველოს პრობლემა ვერ მოგვარდება.
„არა არის ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. განა თქვენ დაგავიწყდათ, რომ ოთხი წლის წინ საქართველო დაესხა სამხრეთ ოსეთსში დისლოცირებულ რუსეთის ჯარს. ისინი იძულებულნი იყვნენ თავი დაეცვათ. არ არსებობს არანაირი ოკუპაცია. არსებობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის სუვერენიტეტი რუსეთმა აღიარა.
მივმართავ ქართველ კოლეგებს, ვიყავი აფხაზეთში და ოსეთში ამ ხალხებს საქართველოსთან ცხოვრება არ სურთ. რამდენიც არ უნდა ისაუბროთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ეს ასე აღარ იქნება“,- განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა.
„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მთავარი მომხსენებლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. რა პოლიტიკური მიზეზიც არ უნდა არსებობდეს ასამბლეამ ამაზე აქცენტი უნდა გააკეთოს. მოვითხოვთ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეშვების უფლება მოგვცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ შავ ხვრელს და არ გვეცოდინება ადგილზე რა ხდება“,- განაცხადა დებატებში მონაწილე ევროსაბჭოს დეპუტატმა.
მთავრი მომხსენებლის თქმით, 2008 წლიდან დღემდე საქართველომ აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულა, რუსეთს კი არაფერი გაუკეთებია ვალდებულებების შესასრულებლად.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ევროპელმა დეპუტატებმა ახალი ხელისუფლების მისამართით პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს.
„მინდა თქვენი ყურდღება გავამახვილო ოქტომბრის არჩევნებზე, ვიცი, რომ კარგად ჩაიარა, პირველად შეიცვალა ხელისფულება რევოლუციის გარეშე. ეს კარგია. გამარჯვებული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი გაყინული კონფლიქტის მოგვარება იყო, მაგრამ ამის ნაცვლად ახალმა მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშურა სხვა რამისთვის - ოპოზიციონრების დაკავებისთვის. ამას სხვა სიტყვებით ვერ ავხსნით - ეს არის შურისძიება, ისინი აშანტაჟებდნენ პარლამენტარებს და მათ ოჯახებს, რომ მხარი დაეჭირათ, ან გაწევრიანებულიყვნენ ,,ქართულ ოცნებაში’’, მათ განახორციელეს შეტევა დამოუკიდებელ სასამართლოზე და მედიაზე, ხალხი ისედაც სტრესშია კონფლიქტების გამო, მათ აირჩიეს ,,ქართული ოცნება’’, მაგრამ მიიღეს ქართული ღამის კოშმარი’’, - განაცხადა ევროსაბჭოს წარმომადგენელმა საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
რეზოლუციის ფორმით კმაყოფილები არაიან ქართველი დელეგაციის წევრები.
თინა ხიდაშელი: მნიშვნელოვანია, რომ მომხსენებელი და კომიტეტი იმ შეთანხმების ერთგული დარჩა, რაც არაფორმალური საუბრებისას მიღწეულ იქნა. ბოლომდე ყველა შენიშვნის გატანა ვერ მოხერხდა, თუმცა 21 შესწორებაც არ არის ცუდი შედეგი.
დავით ბაქრაძე მოხარულია, რომ ევროპულ თანამეგობრობას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ის დოკუმენტს ადეკვატურს უწოდებს.