
ივანიშვილმა ალასანიას ვიცე-პრემიერობა შეუწყვიტა და კოალიციას ატოვებინებს
12:50:30     23-01-2013
დიდი დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“. ეს პირველი ღია და ყველაზე მწვავე ხმაურია, რაც „ქართულ ოცნებაში“ განვითარდა. თუმცა ჯერ კიდევ არჩვენებამდე სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერებიდან ნათელი იყო, რომ ირაკლი ალასანია ივანიშვილს სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდა. ამ დაპირისპირებისა და შიდა გარჩევების შემდგომ შესაძლოა, ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვონ. უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ალასანიას ვიცე-პრემიერობა შეუწყვიტა. გამორიცხული არც ისაა, რომ ალასანია მალე თავდაცვის სამინისტროსაც ჩამოაშორონ. კონფლიქტის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნებია. ცნობილია, რომ საპრეზიდენტოდ კანდიდატურის დაყენება ირაკლი ალასანიასაც სურდა, თუმცა ივანიშვილმა საპრეზიდენტო მოდელის სულ სხვა ვარიანტი შემოაგდო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს.
ირაკლი ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის
„აქცენტებში“ ისაუბრა იმ დაძაბულ და
უსიამოვნო საუბარზე, რომელიც გასულ დღეებში მასსა და ივანიშვილს შორის მოხდა. კოალიცია
"ქართული
ოცნების"
საპრეზიდენტო
კანდიდატთან
დაკავშირებით
პრემიერ-მინისტრ
ბიძინა
ივანიშვილთან
რამდენიმე
დღის
წინ
მძიმე
საუბარი
გვქონდა
- განაცხადა ალასანიამ.
მისი
თქმით,
პრემიერს
ჰქონდა
გარკვეული
შეშფოთება
იმასთან
დაკავშირებით,
რომ
ეს
განხილვა
ხდებოდა
მასთან
შეუთანხმებლად. "მე ვეთანხმები
მას,
რომ
ეს
საკითხი
უნდა
იყოს
კოალიციასთან,
მის
ლიდერთან
შეჯერებული.
აქედან
გამომდინარე,
იყო
საუბარი
ამ
თემაზე.
მე
არ
მესიამოვნა,
რომ
ასეთი
უხერხულობის მიზეზი გაჩნდა",- აღნიშნა
ალასანიამ.
როგორც
თავდაცვის
მინისტრი
ირწმუნება,
ეს
არ
ნიშნავს
კოალიციაში
რაიმე
დაძაბულობას,
არამედ
ეს
იყო
ჯანსაღი
დიალოგი
ხელმძღვანელსა
და
მის
გუნდს
შორის.
"რომ არ გვქონდეს
ასეთი
ღია
საუბრები,
ეს
იქნებოდა
ძალიან
ცუდი",-განაცხადა
ალასანიამ. მან ისიც აღნიშნა,
რომ
ახლაც
მომხრეა,
საქართველოში
იყოს
ძლიერი
საპრეზიდენტო
რესპუბლიკა,
ძლიერი
საპარლამენტო
ზედამხედველობით.
მისი
თქმით,
ეს
არის
ის
განსხვავება,
რომელიც
არის
კოალიციაში
შემავალ
პარტიებთან,
კერძოდ,
"რესპუბლიკურ
პარტიასთან". ,,ჩემი აზრით, ეს უნდა გახდეს საზოგადოების
გადასაწყვეტი.
შეიძლება
ეს
საკითხი
რეფერენდუმზე
ან
პლებისციტზე
იქნას
სამომავლოდ
გატანილი.
რაც
შეეხება
საპრეზიდენტო
კანდიდატს,
არ
დაგიმალავთ,
ჩვენს
პარტიაში,
"თავისუფალ
დემოკრატებში"
გვქონდა
პოზიციების
გაცვლა,
ვაპირებთ
თუ
არა
გვყავდეს
ჩვენი
კანდიდატი", - დასძინა
ალასანიამ. ,,რესპუბლიკელთა"
ლიდერები
აცხადებენ,
რომ
მათთვის
ცნობილი
არ
არის,
რა
პროცესებზე
საუბრობდა
ირაკლი
ალასანია.
"რესპუბლიკელი" ვახტანგ
ხმალაძე
ცალსახად
აცხადებს,
რომ
მისთვის
უცნობია,
თუ
ვინ
შეიძლება
იყოს
ალასანიას
გუშინდელი
განცხადების
ადრესატი
და
მიიჩნევს,
რომ
დეტალებზე
თავად
თავდაცვის
მინისტრმა
უნდა
ისაუბროს.
ანალოგიურს
ამბობს
დავით
ბერძენიშვილიც.
რაც
შეეხება
არსებულ
საკონტიტუციო
მოდელის
ფუნდამენტურ
ცვლილებას
და
საპარლამენტო
რესპუბლიკის
მოდელზე
გადასვლის
საკითხს,
თანაპარტიელები
ხაზგასმით
აღნიშნავენ,
რომ
საპარლამენტო
რესპუბლიკას
მხარს
არა
მხოლოდ
"რესპუბლიკელები",
არამედ
კოალიციაში
შემავალი
სხვა
პოლიტიკური
სუბიექტებიც
უჭერენ.
"მკაფიოდ გამოხატული
პოზიცია
საპრეზიდენტო
რესპუბლიკის
მოდელთან
დაკავშირებით,
"თავისუფალ
დემოკრატებს"
აქვთ.
სხვებს
არაერთხელ
უთქვამთ,
რომ
ისინი
მომხრე
არიან
საპარლამენტო
რესპუბლიკისა.
ალბათ,
კოალიცია
მოკლე
ხანში
ამასთან
დაკავშირებით
საბოლოო
გადაწყვეტილებას
მიიღებს.
მე
მინდა
იმედი
ვიქონიო,
რომ
ეს
საერთო
გადაწყვეტილება
იქნება
და
არა
ისეთი,
რომ
ნაწილი
ერთ
უჭერდეს
მხარს,
ნაწილი
- მეორეს",
- განაცხადა
ვახტანგ
ხმალაძემ.
როგორ განვითარდება პროცესები „ქართული ოცნების“ შიგნით და დატოვებს თუ არა ალასანია კოალიციას, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს. ივანიშვილს გულში ბოღმის ჩადება რომ სჩვევია, იმითაც დასტურდება, რომ განცხადებებიდან მეორე დღესვე ალასანიას ვიცე-პრემიერობა შეუწყვიტეს. თუმცა, როგორც ამბობენ, მისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია.