![რესტორან ‘’7 დღეში’’ 21 წლის ახალგაზრდა დაჭრეს რესტორან ‘’7 დღეში’’ 21 წლის ახალგაზრდა დაჭრეს](http://presa.ge/img/multimedia/a23164.jpg)
რესტორან ‘’7 დღეში’’ 21 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
11:50:27     23-01-2013
სისხლიანი გარჩევა იყო გვიან ღამით ვაჟა-ფშაველაზე, ბარ-რესტორან „7 დღეში“ 21 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
ახალგაზრდა მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოსხნეს და რეანიმაციულ ბლოკში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება ეჭვმიტანილს, არსებული ინფორმაციით, მან ადგილიდან მიმალვა მოახერხა. გვიან ღამემდე ადგილზე პოლიციის რამოდენიმე ჯგუფი მუშაობდა.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია. დაჭრილის ახლობლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
ბოლო დროს თბილისსა და რეგიონებში კრიმინალური გარჩევებმა იმატა. რამდენიმე დღის წინ სისხლიანი გარჩევა მოხდა რესტორან "ქალაქურშიც", სადაც 25 წლის ავთანდილ ჩოგოლაძე დაჭრეს. პოლიციას მომხდარი ფაქტზე ეჭვმიტანილი ამ შემთხვევაშიც არ დაუკავებია.
უსისხლოდ ჩაიარა წერეთლის გამზირზე გუშინ მომხდარმა გარჩევამ. აქ ერთმანეთს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ. მათი გაშველება მეზობლებმა მოახერხეს. ინციდენტში მონაწილე პირები ერთმანეთს დაჭრით ემუქრებოდნენ.