
თედო ჯაფარიძე: ევროსაბჭოში „ქართული ოცნების“ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი
14:15:53     22-01-2013
ევროსაბჭოს წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. ეს განცხადება პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ევროსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ჯაფარიძის განცხადებით, დროა „ქართული ოცნება“ სააკაშვილის კრიტიკის პარალელურად თვითკრიტიკაზე გადაერთოს.
ევროსაბჭოს წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. ამის დასტურია დღევანდელი სხდომაც. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენი გზავნილები და პოლიტიკის მთავარი საკვანძო საკითხები ევროპასა და ამერიკაში ბოლომდე არ არის მიწოდებული. უკმაყოფილებას ადასტურებს ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ.
„ქართული ოცნება“ მარტო სააკაშვილის კრიტიკით კი არ უნდა დაკავდეს, ასევე უნდა დავიწყოთ თვითკრიტიკაც, რადგან უფრო ეფექტური უნდა გახდეს ჩვენი კომუნიკაციები გარე სამყაროსთან. ახლა აქ ყოფნისასაც მე ვგრძნობ, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელ მეგობრებს აკლიათ ინფორმაცია და ეს ჩვენი ბრალია“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.