მამამ გველისგან გასათვისუფლებლად შვილი მოკლა
22:54:48     21-01-2013
შვილი, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობდა მშობლებთან სტუმრად ჩავიდა. დედის თქმით, ის უკიდურესად აგრესიულად იქცეოდა, სახლში რეპტილიასავით დადიოდა და ამბობდა, რომ გველია.
ქალს ძალიან შეეშინდა და ქმარს უხმო. მან კი გადაწყვიტა, რომ საკმაოდ ძველი, მაგრამ თავისი აზრით, სრულიად გონივრული ხერხით განედევნა შვილის სხეულიდან დემონი. როგორც ძიებამ დაადგინა, მთელი საღამო ახალგაზრდას თავში ურტყამდნენ და კბენდნენ. როდესაც მან გონება დაკარგა, მშობლებმა ის საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. ტაკუია ნაგაია გარდაიცვალა.
მამა დააპატიმრეს. მას ბრალი ედება მკვლელობაში. ბრალდებულს მოსმენამდე, ალბათ, სპეციალისტ-ფსიქოლოგებსაც გაასინჯებენ.