![26 წლის გოგონას გაუპატიურებას მოძალადეები კამერით იღებდნენ 26 წლის გოგონას გაუპატიურებას მოძალადეები კამერით იღებდნენ](http://presa.ge/img/multimedia/a23117.jpg)
26 წლის გოგონას გაუპატიურებას მოძალადეები კამერით იღებდნენ
14:41:26     21-01-2013
ინდოეთის პოლიცია იძიებს კიდევ ერთი შემზარავი გაუპატიურების საქმეს. ამჯერად მსხვერპლი 26 წლის მედდაა. ის ორმა უცნობმა მამაკაცმა გაიტაცა. ამჟამად კი საავადმყოფოში, უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
ინდოეთში, პენჟაპის შტატში, სოფელ ლანდეს მცხოვრები 26 წლის გოგონა ავტობუსის გაჩერებაზე იდგა, როდესაც მასთან ‘’სუზუკის’’ მარკის ავტომანქანა გაჩერდა, ორმა მამაკაცმა ის მანქანაში, სადაც უკვე ყავდათ, ერთი ახალგაზრდა ქალი და პატარა გოგონა, ძალით ჩასვეს და ინექცია გაუკეთეს, რომლის გამოც გოგონამ გონება დაკარგა. ის იმ დროს გამოფხიზლდა, როცა კრიმინალები მასზე ძალადობდნენ, ერთ-ერთი მათგანი კი ამ ყველაფერს კამერით იღებდა.
გოგონამ ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც მას კვლავ გაუკეთეს ინექცია და გონება დაკარგა. უგონო მდგომარეობაში მყოფი, ის მიტოვებულ გზატკეცილზე ის მეორე დღეს, 18 იანვარს იპოვეს, საიდანაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ახლა 26 წლის ახალგაზრდა სიკვდილს ებრძვის, ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ, პოლიცია კი დამნაშავეებს ეძებს.