ყოფილ პრემიერს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

  13:57:33     19-01-2013

გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 1996 წელს მოკლული უმაღლესი რადას დეპუტატის შერბანის მკვლელობის საქმის გამოძიება დასრულებულია.

მკვლელობის ერთობლივად დაგეგმვაში კი ბრალი ედებათ უკრაინის ყოფილ პრემიერს იულია ტიმოშენკოსა და ვიცე-პრემიერს პაველ ლაზარენკოს.

გამოძიების ვერსიით, მათ მკვლელობის შემსრულებლებს 2,8 მილიონი დოლარი გადაუხადეს.

„გამოძიების მასალებით დასტურდება, რომ ტიმოშენკომ მართლაც დაუკვეთა მკვლელობა ლაზარენკოსთან ერთად“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ პშონკამ.

მკვლელობის მიზეზად ბიზნეს-ინტერესები სახელდება. კერძოდ, ევგენი შერბანს არ სურდა დამორჩილებოდა „უკრაინის ერთიან ენერგოსისტემას“, რომელსაც მაშინ ტიმოშენკო ხელმძღვანელობდა.

უკრაინის სისხლის სამათლის საპროცესო კოდექსის თანახმად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლი სამუდამო პატიმრობას გულისხმობს. ამასთან, ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენების უფლება აქვს.