ქმარმა ცოლი მოკლა და ცხედარი დაანაწევრა

  13:22:13     19-01-2013

მოსკოვში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილად მოკლულის ქმარია დაკავებული. მან უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება. მოქმედების სქემა ისეთივეა, როგოროც კაბანოვების ოჯახში: მკვლელობა, სხეულის დანაწევრება, კვალის მოსპობა და მეუღლის ძებნა.

პოლიციას განცხადებით მიმართა უგზო-უკვლოდ დაკარგული ქალის ნაცნობმა. პირველი დაკითხვების შემდეგ დაკარგული ქალის 51 წლის ქმარმა აღიარა, რომ 2 იანვარს დაახლოებით ორ საათზე სახლში იმყოფებოდა და ცოლს ჩაქუჩი ორჯერ ჩაარტყა თავში. შემდეგ ცოლის სხეული აბაზანის ოთახში გადაიტანა და დაანაწევრა, სხეულის ნაწილები ცელოფანის პაკეტებში ჩააწყო და მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ადგილებში გადააგზავნა.

უკვე ნაპოვნია „ყასბის ამანათები“, რომლებშიც ქალის სხეულის ფრაგმენტებია. ეჭვმიტანილი დაპატიმრებულია, მალე მას განაჩენს მკვლელობის მუხლით გამოუტანენ.