„დედ ჰასანის“ მკვლელობას საქართველოში განხორციელებულ ამნისტიას და ივანიშვილს უკავშირებენ

  13:40:18     18-01-2013

გთავაზობთ სტატიის ქართულ ვერსიას, რომელიც რუსულმა "segodnya.ua"-მ გამოაქვეყნა.

ასლან უსოიანთან დაახლოებული პირები თვლიან, რომ სნგ–ს ქურდული ე.წ. „ობშიაკის“ „მაყურებლები“, ანუ მაკონტროლებლები ოფიციალური ორგანოების საიდუმლო ბრძანებით დახვრიტეს. 

სნგ–ს კრიმინალურ სამყაროს ენიშნა ის ფაქტი, რომ მოსკოვში სნაიპერმა მთავრი ქურდი, რომელიც ხშირად უკრაინაში იმყოფებოდა, 74 წლის ასლან უსოიანი, „დედ ჰასანი“ დახვრიტეს. ე.წ. „ბლატნოი“ კატეგორიის აზრით, მის სიკვდილთან ერთად დამთავრდა იმ დამნაშავეთა ეპოქა, რომლებიც ქურდული წესებით ცხოვრობდნენ. 

ახლა მათ ჩაანაცვლებენ ე.წ. „ბეზპრიდელშიკები“, რომლებიც არანაირ კანონებს არ ცნობენ. როგორც ცნობილია, მკვლელობა მოხდა რესტორან „კარეტნი დვორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

კანონიერი ქურდი გამოვიდა დაწესებულებიდან დაცვასთან ერთად და გაემართა მანქანისკენ, მაგრამ როგორც გაირკვა, მოპირდაპირე სახლის სახურავზე სნაიპერი იყო , რომელმაც ცეცხლი გახსნა. 

ერთმა ტყვიამ „დედ ჰასანს“ თავთან გაუარა და მოხვდა შემთხვევით ქუჩაში მიმავალ ქალს, იგი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად იგი გარდაიცვალა. აღსანისნავია, რომ „დედ ჰასანზე“ ეს პირველი თავდასხმა არ იყო, 90–იან წლებში სოჭში მას მოკვლა დაუპირეს (მაშინ მისი კლანი უპირისპირდებოდა სხვა კლანს), ასევე მისი მოკვლის მცდელობა ჰქონდათ 2010 წელს მოსკოვში ტვერსკის ქუჩაზე, როდესაც უსოიანი მძიმედ დაიჭრა, თუმცა წარმატებული ოპერაციის შედეგად გადარჩა.

რუსეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა აზრით, ორივე თავდასხმა, მათ შორის ბოლოც, შეიძლება იყოს 2009 წლის შურისძიების შედეგი; რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ერთი კანონიერი ქურდის ვიაჩესლავ ივანკოვის - მეტსახელად „იაპონჩიკას“ მკვლელობას. 

კრიმინალურ სამყაროში კი სხვა ვერსიას განიხილავენ, „თქვენ იცით, რომ საქართველოში დღეს საყოველთაო ამნისტია გამოაცხადეს?“ ჰკითხა „სეგოდნიას“ კორესპოდენტს უკრაინაში, „დედ ჰასანთან“ დაახლოებულმა პირმა. დააკავშირეთ ეს ფაქტი დედ ჰასანის მკვლელობასთან და ყველაფერს გაიგებთ.

საქმე ისაა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს ჩვენ გაგვისწორდნენ. შეუკვეთეს ჰასანის მკვლელობა, ასევე მოელეპარაკნენ საქართველოს ახალი პრემიერ–მინისტრის ხალხს, რომ გამოეშვათ ის ქურდები, რომლებიც არ იყვნენ ქურდული კანონების ზუსტი დამცველნი, რომლებმაც მხოლოდ იყიდეს ქურდის სტატუსი. 

ეს რისთვისაა საჭირო? პასუხი ნათელია: მთავარი ქურდის სიკვდილის შემდეგ „ბეზპრიდელშიკები“ ეცდებიან კრიმინალურ სამყაროში ლიდერებად გახდომას, თან დაემორჩილებიან ე.წ. „ჩეკისტებს“ , ანუ ორგანოების წარმომადგენლებს. ასეა, თუ არა, ეს სიტუაცია უკრაინაზეც მოახდენს კრიმინოგენურ გავლენას. „როგორც კი თავისუფლებაზე აღმოჩნდებიან ქართველი ქურდები ეცდებიან იქ წავიდნენ, სადაც კანონები ძალიან მკაცრი არ არის, მაგალითად უკრაინაში - ამბობს ერთი უკრაინელი ოპერ მუშაკი.

ამის გარდა, თქვენს ქვეყანაში არის „დედ ჰასანის“ ხალხი, რომლებიც აკონტროლებენ ბიზნესს, და არკვევენ სადაო საკითხებს დამნაშავეებსა და სხვებს შორის. წავა ბრძოლა „ობშიაკზე“ , ვფიქრობ „დედ ჰასანმა“ ეს ვიღაცას აუკრძალა, შეძლებს თუ არა ეს ადამიანი ქურდული სალაროს ხელში ჩაგდებას და გაკონტროლებას, უცნობია... 

ქურდული კოდექსი: „«ФЕНЮ“ –ს ცოდნა და უფულოდ თამაშის არ დაწყება

კანონიერ ქურდებს აქვთ თავისი „პატივის კოდექსი“ . თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქურდები შეღავათებს იწესებდნენ და ზოგიერთ პუნქტს უგულვებელყოფდნენ, მაგალითად, 30–იანი წლებიდან იყო წესი არ დაქორწინებულიყვნენ და შვილები არ ჰყოლოდათ, არ ჰქონოდათ საკუთარი საცხოვრებელი სახლი და მანქანა, მაგრამ ძირითადი ათი წესი დარჩა: 

ქურდს ეკრძალება მუშაობა, რადგან კოდექსით, მან კრიმინალური საქმეებით უნდა გამოიმუშაოს, ის სხვა ქურდებს უნდა დაეხმაროს, ობშიაკი უნდა გამოიყენოს, თათბირის ე.წ. „სხოდნიაკის“ დროს უნდა გაასამართლოს სხვა ქურდი, ამის გარდა ქურდს უნდა ჰქონდეს „გაგება“ , მას ეკრძალება კარტის თამაში, თუ თან ფული არ აქვს, გამოცდილმა ქურდმა კი უნდა ასწავლოს ყველაფერი დამწყებს.

ასევე, ქურდს უნდა ჰყავდეს თავისი დამხმარე, ასე ვთქვათ „შესტიორკა“ და შეასრულოს ყველაფერი, რასაც სხვა ქურდებს დაპირდება. ნამდვილ ქურდს ეკრძალება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა, ხელისუფლებისგან იარაღის მიღება და მილიციისთვის დახმარება.

იხილეთ ორიგინალი, გადადით ამ ლინკზე