დედ ჰასანის მკვლელობის შემდეგ თბილისელი ე.წ. კანონიერი ქურდები აქტიურდებიან

  22:18:40     17-01-2013

უკანასკნელ ხანს, 1937 წელს თბილისში დაბადებული ასლან უსოიანი რუსეთის კრიმინალურ სამყაროში უპირობო ლიდერად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცნობილი თანამებრძოლი ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად იაპონჩიკი, 2009 წელს მოკლეს, ხოლო ტარიელ ონიანი, მეტსახელად ტარო, რომლის წარმოდგენასაც ერთ ხანს დედ ჰასანის მთავარ მოწინააღმდეგედ თვლიდნენ დაიჭირეს, ამან საკმაო გავლენა მაინც ვერ მოახდინა.

ფაქტობრივად, დანაშაულებრივი სამყარო დედ ჰასანის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. რაიმე ალტერნატიულ სრულფასოვან კლანზე ლაპარაკი არ ყოფილა.მხოლოდ სულ ახლახანს შეძლეს უსოიანის მოწინააღმდეგეებმა გაერთიანება - მაგრამ არა ტაროს, არამედ როვშან ჯანიევის (როვშან ლიანკარიანსკი), ჯემო მიქელაძის (ჯემო) და რიგი გავლენიანი კანონიერი ქურდების დაქვემდებარებაში. გასული წლის ოქტომბერში დედ ჰასანის მოწინააღმდეგეები საბერძნეთში ‘’სხოდკასაც’’ შეეცადნენ, მაგრამ პოლიციამ ეს აღკვეთა.

ნოემბერში უსოიანმა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ლიანკარიანსკის დეკორონაციის თაობაზე გაავრცელა ხმა.

თუმცა, 10 დეკემბერს ‘’სხოდკა’’ დედ ჰასანის მტრების ჯემო და თამაზ კოროშინაძეების წარმომადგენლობით მაინც შედგა, მაგრამ არა საბერძნეთში, არამედ დუბაიში. მასში მონაწილეობდა დაახლოებით სამოცამდე კანონიერი ქურდი, მათ შორის ლიანკარიანსკის რამდენიმე თანამებრძოლი (თვითონ გამგზავრება ვერ შეძლო).  აქვე მოხდა თხუთმეტი ახალი კანონიერი ქურდის კორონიზაცია, რაც დედ ჰასანის პირდაპირ გამოწვევად შეფასდა. საქმე ისაა, რომ უსოიანი შეუთანხმდა თავის მოწინააღმდეგეებს, ყველა კონფლიქტის გადაჭრამდე შეძლებისდაგვარად გადაედოთ კორონაციები. უსოიანის ხალხი რეგულარულად არღვევდა ამ მორატორიუმს, თითქოს თავისი უპირატესობის დემონსტრირებისათვის. მეორე მხარემ კი ამით უჩვენა, რომ არც ისაა ნაკლები და ისე მოიქცევა, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.

19 დეკემბრის საღამოს ურალში ჩაცხრილეს კანონიერი ქურდის თემურ მირზოევის (ტიმურ სვერდლოვსკი) ორი სანდო პირი. სვერდლოვსკი სვერდლოვსკის ოლქის მაყურებლად დედ ჰასანის მიერ იყო დანიშნული. სწორედ ამის შემდეგ ადგილობრივი მედია უსოიანის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კრიმინალური გარჩევების დაწყებას წინასწარმეტყველებდა.

28 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯემოს და დედ ჰასანის კიდევ ერთი მტერი, მერაბ ჯანგველიძე (მერაბ სუხუმსკი), მოსკოვში ჩავიდნენ. კრიმინალებში ეს მოვლენა უპრეცედენტოდ შეფასდა - ითვლებოდა, რომ უსოიანის მაღალი მტრებისთვის გზა მოსკოვისკენ უკვე გადაჭრილი იყო.

ბოლოს და ბოლოს, 4 იანვარს სააგენტო როსბალტმა (ეკუთვნის სახნარკოკონტროლის ექს-მეთაურის ვიკტორ ჩერკესოვის ოჯახს და ხანდახან ყველაზე მოულოდნელი წყაროებიდან იღებს ინსაიდერულ ინფორმაციას) გამოაქვეყნა დიდი ანალიტიკური სტატია ფართომასშტაბიანი კრიმინალური ომის სამზადისის თაობაზე. მასალაში ლაპარაკი იყო იმაზე, რომ დედ ჰასანი სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ საშიშროებას და უკვე დანიშნა კიდეც შემცვლელად თავისი ნათესავი დიმიტრი ჭანტურია, მეტსახელად მირონი. 2010 წლის თავდასხმის შემდეგ (მაშინ დედ ჰასანი დაიჭრა) კრიმინალურმა ავტორიტეტმა პოსტიდან მოხსნა იაროსლავის ოლქის მაყურებელი თავისი ნათესავი, პოდმოსკოვიე დედოვსკში გადაიყვანა და აქტიურად დაიწყო მისი საქმის კურსში შეყვანა. როსბალტის ინფორმაციით, 2012 წლის ბოლოს მირონმა თავის ბიძასთან ერთად მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვა დაიწყო - და ამასთანავე დიდძალი პირადი დაცვაც აიყვანა.

როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, დედ ჰასანთან დაახლოებულნი გვიან მოეგნენ გონს თუ რამდენად სერიოზული მოწინააღმდეგე იყო ლიანკარიანსკი, კერძოდ, მაშინ, როცა 2012 წლის აპრილში დედ ჰასანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ილგარ ჯაბრაილოვი მოკლეს. ნელ-ნელა ლიანკარიანსკის სახელთან დაიწყო დაკავშირება იაპონჩიკას მკვლელობისა და 2010 წელს უსოიანზე თავდასხმის ფაქტებმაც. ივარაუდება, რომ ლიანკარიანსკმა 2009 წელს დაიწყო დედ ჰასანთან ბრძოლისთვის მზადება, ოღონდ საგულდაგულოდ ინიღბებოდა.

2012 წელს, როდესაც ყველაფერი ნათელი გახდა, უსოიანის კლანს უკვე გამკლავების მცირე შანსებიღა ჰქონდა.

ეს ბევრმა გაიგო - მაგალითად, სააგენტო პრაიმ კრაიმი ჯემოსა და მერაბის მოსკოვში ჩასვლისას ჯერ კიდევ  დეკემბერში არაორაზროვნად მიუთითებდა უსოიანის შესაძლო სიკვდილზე.

16 იანვარს დედ ჰასანმა თავის შტაბ-ბინაში - რესტორან სტარი ფაეტონში თუ კარეტნი დვორში ისადილა. უსოიანი ამ ბაზით დიდი ხანია რაც სარგებლობს. როცა უსოიანი რესტორნიდან გამოდიოდა, სნაიპერმა გაუხსნა ცეცხლი. წინასწარი მონაცემებით, ქილერი კინოთეატრის სახურავზე იჯდა. დედ ჰასანი მძიმედ დაიჭრა. მისი გადაყვანა ბოტკინის საავადმყოფოში მართალია მოასწრეს, მაგრამ ერთ საათზე ცოტა ხანში ის გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ კრიმინალური ომი პოლკის მეთაურის მკვლელობით დაიწყო, არ ნიშნავს, თითქოს საბრძოლო მოქმედებები არ შედგება. და ეს ბრძოლები მეტად სასტიკი და დაუნდობელი იქნება – ვარაუდობენ ექსპერტები და აცხადებენ, რომ უსოიანის თანამებრძოლებს მისი ნათესავი მირონი თავის გარშემო შემოიკრებს.

ამას გარდა, სრულიად შესაძლებელია, რომ 2013 წელს მოსკოვში ჩავიდეს კანონიერი ქურდი ზაქარია კალაშოვი (შაკრო მოლოდოი). ის მალე გამოვა ესპანეთის ციხიდან, სადაც ფულის გათეთრების გამო სასჯელის ვადა უმთავრდება. რუსული მედია წერს, რომ კალაშოვს საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლიანი პატიმრობა და საქართველოს მთავრობამ მის ექსტრადიციას მიაღწია. მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ,,საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ფონზე, კალაშოვს შეუძლია ესპანეთიდან რუსეთში დაბრუნების ხერხი მოძებნოს. სხვათა შორის, უსოიანის კლანის აქტივების არცთუ მცირე ნაწილი - შაქრო მოლოდოის მემკვიდრეობაა, რომელიც მისი დაპატიმრების გამო უპატრონოდ დარჩა. დიდი ალბათობაა იმისა, რომ ახლა შაქრო გადაწყვეტს დაიბრუნოს ეს აქტივები, ეს კი ნიშნავს - ჩაებას ომში. რაღაც ისე სჩანს, რომ დამნაშავეთა ფენაში მძიმე დრო დგება. თუ ეს მართლაც ასეა, მალე გარჩევები და შეკვეთილი მკვლელობები თვით ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც კი გახშირდება” - წერენ ექსპერტები.