ბიძინა ივანიშვილის მოუნელებელი ზარალი...

  16:28:08     17-01-2013

მოდულის შენობაში, ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ძველი თბილისის რაიონის გამგებელს, აღსრულების ბიუროს ყოფილ უფროს ნიკოლოზ მელიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს.

ნიკოლოზ მელიას განცხადებით, მას გამოძიება 205-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონების გადამალვაში დახმარება) და 232-ე მუხლის პირველი ნაწილით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაშიც თავს დამნაშევედ არ ცნობს. აღნიშნული დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ მელიამ განაცხადა, რომ დაკითხვის დროს საუბარი "ქართუ ბანკის" თემას და აუქციონების თვალთმაქცურად ჩატარებას ეხებოდა, რის შესახებაც ის ინფორმაციას არ ფლობს.

ბიძინა ივანიშვილმა ჯარიმის სახით გადახდილი 80 მილიონი, რომელსაც სტიქიით დაზარალებულებს ჰპირდებოდა, უკან კი დაიბრუნა, მაგრამ როგორც ჩანს 'ქართუს' ფინანსურ ზარალს ვერა და ვერ ინელებს და გამალებული ცდილობს ჯავრი იყაროს იმ პირებზე, ვინც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა.