როგორ განხორციელდა დედ ჰასანის მკვლელობა (ვიდეო)

  10:47:45     17-01-2013

მოსკოვში ცდილობენ აღადგინონ დედ ჰასანის მკვლელობის სურათი. თუ როგორ განახორციელა სნაიპერმა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის მისამართით გასროლა. 

რუსული მედია ასევე წერს, რომ დედ ჰასანის მკვლელობის დროს დაიჭრა ქალბატონიც, რომელიც ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის, მან 4.5 ლიტრი სისხლი დაკარგა. ოპერაციის შემდეგ ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი და ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ.