ექიმებმა პაციენტს სხეულში 16 საგანი ჩაუტოვეს

  15:34:43     16-01-2013

უყურადღებობისა და გულგრილობის შედეგად ექიმებმა პენსიონერს პროსტატაზე სიმსივნის ამოკვეთისას სხეულში 16 საგანი ჩაუტოვეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ოპერაციის შემდეგ პაციენტი კიდევ 6 წელს იცოცხლებდა, თუმცა ის საშინელი ტანჯვით რამდენიმე დღეშივე დაიღუპა.

შემთხვევა ჰანოვერის კლინიკაში მოხდა. 74 წლის დიკ შრედერის ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ნახვისას ექთანი შოკში ჩავარდა. ჭრილობიდან მარლის ნაჭერი მოსჩანდა. პაციენტი სასწრაფოდ გაკვეთეს და აღმოაჩინეს, რომ მარლის გარდა სხეულში ნემსები, 15 სანტიმეტრიანი მარლა და ქირურგიული ნიღბის ნაგლეჯიც იყო ჩარჩენილი. ამის შემდეგ შრედერს კიდევ ორი ოპერაცია ჩაუტარეს, რა დროსაც დაადგინეს, რომ სიმსივნური მეტასტაზები სხეულში უფრო მეტად იყო გავრცელებული.

ახლა გარდაცვლილის ოჯახი 65 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციას მოითხოვს კლინიკისგან. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ასეთი რაოდენობის სამედიცინო საგნები ექიმებს ჯერ არსად, არცერთ ქვეყანაში, პაციენტის სხეულში არ ჩაუტოვებიათ. კლინიკის ადვოკატი კი იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ შრედერმა ოპერაციის შემდეგ ეს უცხო სხეულები თავად გადაყლაპა