აეროპორტში საზარელი ტვირთი -18 ადამიანის თავი აღმოაჩინეს

  14:35:20     16-01-2013

ჩიკაგოს ოჰარას აეროპორტში საზარელი ტვირთი დააკავეს - 18 ადამიანის თავი. როგორც აღმოჩნდა, ეს თავები სამეცნიერო კვლევებისთვის მოჰკვეთეს უკვე გარდაცვლილ ადამიანებს და ახლა საუტულიზაციოდ მიჰქონდათ.

ტვირთი საერთაშორისო აეროპორტის საბაჟომ დააკავა. ის იტალიიდან იყო გამოგზავნილი. დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ ტვირთის თანმხლები დოკუმენტაცია წესრიგში არ იყო.

თუმცა როიტერის ცნობით, კომპანიამ, რომელიც კრემაციაზე აგებს პასუხს, შესაბამისი დოკუმენტები წარმოადგინა.

თვითმხილველთა თქმით, თავები ბალზამირებული და აკურატულად გახვეული იყო. თუმცა საბაჟოს თანამშრომლები ამბობენ, რომ შეგრძნებას, რომელიც ამ ტვირთის ნახვისას განიცადეს, კარგა ხანს ვერ დაივიწყებენ.