ქართული ოცნების ლიდერმა ოცნების აქტივისტი ცეცხლსასროლი იარაღით სცემა და ცეცხლი გაუხსნა

  13:50:30     16-01-2013

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა და ოზურგეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ცეცხლსასროლი იარაღით თანაგუნდელი დაჭრა.

ოცნების ადგილობრივი ლიდერები შეკრებილნი არიან პოლიციაში და ბჭობენ გაახმაურონ თუ არა მომხდარი ინცინდენტი.

ამის შესახებ გურიის მოამბეს ერთბაშად ორმა წყარომ აცნობა. "პირველად ინცინდენტს ადგილი წუხელ ჰქონდა", - ქართული ოცნებიდან შეგვატყობინეს. შემდეგ კი ოზურგეთის პოლიციიდან.

გურიის მოამბე ელოდება მოვლენების განვითარებას და დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით. სავარაუდოდ საუბარია კოტე შარაშენიძეზე, ოზურგეთის გამგებელზე და ნესტორ რამიშვილზე, აქტივისტზე.

წყარო: გურიის მოამბე