ქათამი - ხილის სატენითა და ლორით

  16:19:59     04-01-2011

ამ კერძისთვის გამოდგება ნებისმიერი ფრინველი: ინდაური, ქათამი, ბატი, ნანადირევი, ოღონდ ამ ფრინველთა მომზადების თავისებურებები უნდა გაითვალისწინოთ.
წაბლს, კი რაც შეეხება , მისი შეხამება ფრინველთან  - ძალიან გავრცელებულია, როგორც საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში, ასევე იტალიურ სამზარეულოში.

ინგრიდიენტები

1. ერთი ფრთა დაკლულ-გასუფთავებული ფრინველი.
2. წაბლი, კომში, შავი ქლიავის ჩირი, მჟავე ვაშლი, ფორთოხალი, შებოლილი ღორის ხორცი.
3. ჯინი, შავი პური  (გახუხული), მარილი, წითელი და შავი წიწაკა, წიწაკის სოუსი, ან მის შემცვლელად - დაფქვილი შავი წიწაკა, მდოგვი, მაიონეზი.
4. ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი

1. სატენის მომზადება: ყველაფერი იჭრება ერთ ზომაზე - სასურველია წითელი  ლობიოს მარცვლის ზომაზე.
2. წაბლი მოხარშეთ, ან შეწვით, გაასუფთავეთ და დაჭერით;
3. შავი ქლიავის ჩირი დაჭერით, თუ მაგარია დასჭირდება დალბობა;
4. კომში, ლორი და სუხარიც დაჭერით იგივე ზომაზე, რაც სხვა პროდუქტი. აურიეთ ერთმანეთში, შეკმაზეთ მარილითა და წიწაკით. მოასხით ჯინი;
5. ყველაფერი უნდა იყოს თანაბარი რაოდენობით და დამოკიდებულია ფრინველის "სტომაქის" ტევადობაზე;
6.  სატენის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ „სუხარი“ საკმაოდ შერბილებული უნდა იყოს, გამოიყენეთ წყალი, ან ჯინი, წაბლი კი - იმ დონეზე მოხარშეთ, როგორიც გინდათ, რომ საბოლოოდ იყოს, ანუ ქათმის შიგნით ეს პროდუქტები დიდი ცვლილებებს არ განიცდიან;
7. ხილის ცვლა შეგიძლიათ შეხედულებისამებრ, აი ლორს და ჯინს რაც შეეხება, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს: შებოლილი ლორი - ჯერ ერთი ცხიმით "კვებავს" სატენსაც და ქათამსაც, თან საუცხოო  შებოლილის არომატს აძლევს. ჯინი კი რადგან წიწვოვნების არომატის მატარებელია, განუმეორებელ არომატს აძლევს;
8.  ფრინველი  გაასუფთავეთ და  გამოაცალეთ ძვლები, შეძლებისდაგვარად. სატენი ჩატენეთ და შეკარით;
9. ქათამი მოათავსეთ თუნუქის მაღალკედლებიან ფურცელზე და ირგვლივ შემოუწყვეთ დარჩენილი წაბლი - რაც ქათამში ჩატენვას გადაურჩა, ვაშლი, ფორთოხალი, კომში (წაბლი მთელ-მთელი, ვაშლი და ფორთოხალი გრძელ ნაჭრებად დაჭრილი;
10. შეგიძლიათ ლორის ნაჭრები  ზემოდანაც გადააფაროთ ხორცს, ეს განსაკუთრებით სჭირდება ნანადირევს, რომლის ხორცსაც ცხიმიანობა აკლია;
11. თავიდან აირღუმელი არის გაცხელებული 200 გრადუსზე, ფრინველზე ვერცხლის ქაღალდი არის გადაფარებული, როცა შეამჩნევთ, რომ ხორცი მზად არის, მოხსენით ვერცხლის ქაღალდი და აირღუმელი გადაიყვანეთ მხოლოდ ზედა მხარის მუშაობის რეჟიმში (ან გამოცდილებისამებრ, თქვენი ღუმელი თავად უკეთ იცით).
დროდადრო მოასხით ზეთი, რომ კარგად შეწითლდეს;
12. როცა მომზადდება - ფრთხილად, ისე რომ არ დაიწვათ, ის შიგთავსი რაც ქათამშია - ისევ უნდა გამოყაროთ
13. სოუსის მომზადება:  დააბლენდერეთ სატენი - მიიღება პიურესავით მასა, დაუმატეთ მაიონეზი, მდოგვი და შავი წიწაკა. ამათი პროპორციები ასეთია : ერთ წილ მდოგვზე მიდის 2 წილი მაიონეზი და 1/2 შავი წიწაკის ახალდაფქვილი ფხვნილი. თუმცა, ეს პროპორციები თქვენს რეცეპტორებზეა მაინც დამოკიდებული. ეს სოუსიც ცხელ მდგომარეობაში გამოიყენება;
14. სუფრაზე მიიტანეთ დედალი დაუჭრელად, გვერდზე შემოწყობილი შემწვარი ხილით და სოუსით;
15. მინდა გითხრათ, რომ ასეთი წესით მომზადებული ქათმის ხორცი საუცხოო არომატისაა, რომელიც 2-3 დღესაც კი ცივ კერძად გადასარევია
დამატებითი ინფორმაცია

ამ კერძის გაკეთებას გამოუცდელი კულინარი ნუ შეეცდება. ანუ, ისე ვისაც არ აქვს გამოცდილება ერთმანეთს შეუხამოს ქართული სამზარეულოსათვის საკმაოდ შეუსაბამო პროდუქტები.