გებჟალია

  16:18:35     04-01-2011

მდუღარე რძეში ჩაყარეთ თხლად დაჭრილი ჭყინტი ყველი და წამოადუღეთ. მოხარშული ყველი გადმოიღეთ ღრმა ფსკერიან ჭურჭელზე და განაგრძეთ ზელა. რძეს, რომელშიც იხარშებოდა ყველი, დაუმატეთ პიტნა და მარილი. დაჭერით ყველი ნაჭრებად და მოასხით პიტნიანი საწებელი.
ეს კერძი უხდება ღომს.