![ყაჩაღობა კოსტავას ქუჩაზე ყაჩაღობა კოსტავას ქუჩაზე](http://presa.ge/img/multimedia/a22988.jpg)
ყაჩაღობა კოსტავას ქუჩაზე
12:22:04     15-01-2013
დაახლოებით ერთი საათის წინ, კოსტავას ქუჩა 74-ში მდებარე ლომბარდი დააყაჩაღეს.
ამ წუთებში სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და მოწმეებს კითხავენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ობიექტში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თუმცა, ლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანებს გასროლის ხმა არ გაუგიათ.
უცნობია რა რაოდენობის თანხა და ძვირფასი ნივთის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა.
არსებული ინფორმაციით, დამნაშავეები ლომბარდის შესასვლელთან დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ოფიციალური კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებია.
ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისში ეს რიგით მეოთხე ყაჩაღობის შემთხვევაა. ძველით ახალ წელს გლდანში და ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე მაღაზიები იარაღის მუქარით დააყაჩაღეს.
იმავე ღამეს ყაჩაღური თავდასხმა მოხდა ბენზინგასამართ სადგურზეც.