საფეხბურთო კლუბის მწვრთნელმა თავი ჩამოიხრჩო

  15:55:28     14-01-2013

ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში, საფეხბურთო კლუბ „ლაგოდეხის“ მწვრთნელი, 40 წლის ზურა ფოფხაძე,  გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ფოფხაძე ხეზე იპოვეს ჩამომხვრჩვალი.

მომხდარზე  აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.

პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ჯერ უცნობია. ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანის პროზექტურაში უკვე ჩაუტარდა.

გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სიუციდის გამომწვევ მიზეზად ოჯახში მომხდარი კონფლიქტიც განიხილება.