ალჟირმა საფრანგეთის საბრძოლო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა

  14:10:30     14-01-2013

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორენ ფაბიუსის განცხადებით, ალჟირმა საჰაერო სივრცე გაუხსნა საფრანგეთის საბრძოლო თვითმფრინავებს, რომლებიც მალიში ისლამისტების წინააღმდეგ საომარ ოპერაციაში მონაწილეობენ. მისივე თქმით, ალჟირი ასევე მზად არის ჩაკეტოს საზღვრები, თუ კონფლიქტი ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლებს.

'როიტერის' ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, საერთაშორისო საომარი ოპერაციის შედეგად ისლამისტმა მეამბოხეებმა ქალაქი კონა დატოვეს. ფრანგული საჰაერო ძალების მიერ ქალაქის დაბომბვას ოპერაციისას 100 ისლამისტი-ბოევიკი ემსხვერპლა. 

რამდენიმე დღის წინ 'როიტერის' გავრცელებული ცნობით, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ასევე განიხილავს საფრანგეთის მხარდაჭერის ვარიანტს მალის საომარ ოპერაციაში ჩართვის თაობაზე.