ავარიის შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

  13:13:02     14-01-2013

ახალი წლის ღამეს მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს ორი წლის გიორგი ბუკია, რომელიც იაშვილის კლინიკაში 13 იანვარს გარდაიცვალა, პატარას თავის ტვინის დაზიანება აღენიშნებოდა. კრიტიკულია ბავშვის დედის - ჯამილა ბერიშვილის მდგომარეობაც.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად თბილისში, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდნენ.

როგორც დაშავებულის ახლობლებმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მანქანას ახალგაზრდა ქალბატონი მართავდა. რომელიც ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილია მძღოლის მეგობარიც. რაც შეეხება ბუკიას მამას, მას ფეხი აქვს აქვს მოტეხილი.