15 წლის ფეხმძიმე გოგონას ცხედარი რკინიგზის მაგისტრალზე იპოვეს

  15:03:35     11-01-2013

კრასნოდარის მხარეში ტრაგედია მოხდა. მეათეკლასელმა გოგონამ - ვიქტორიამ, მას შემდეგ რაც ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, თავის მოკვლა გადაწყვიტა. მის ჯიბეში აღმოაჩინეს ჩანაწერი, სადაც ის წერდა, რომ უყვარდა ევგენი და ემშვიდობებოდა მშობლებს...

15 წლის გოგონას ცხედარი სასიკვდილო დაზიანებებით რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დილით იპოვეს და აღნიშნულის შესახებ შს სამინისტროს აცნობეს.

გოგონას მშობლებმა გამომძიებლებს განუცხადეს, რომ რამდენიმე დღის წინ მათი ქალიშვილი სახლიდან გაიქცა და უშედეგოდ ეძებდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ  ვიქტორიას თვითმკვლელობის მიზეზი უიღბლო სიყვარული გახდებოდა.