
კოტე კუბლაშვილი: მათ ოცნებებს, ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ახდენა არ უწერია
13:58:04     10-01-2013
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, იუსტიციის მინისტრსა და უმრავლესობის ლიდერს პასუხობს. კუბლაშვილი, სასამართლოსადმი უნდობლობის თაობაზე, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს პოლიტიკურ გამოხდომებს უწოდებს.
უზენაესი სასამართლოს თვამჯდომარე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანისა და უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე სასამართლოებზე ზეწოლას ვერ მოახდენენ.
"ასეთი გამოხდომებით ისინი სასამართლოში ვერაფერს მიაღწევენ. მათ ოცნებებს, ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე ახდენა არ უწერია. ის, რომ ისინი არ ენდობიან სასამართლოს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა. ესაა ჩემი პასუხი ყველა იმ პოლიტიკურ გამოხდომაზე, რასაც ბოლო პერიოდში აქვს ადგილი", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.