ფოსტალიონი ქალი პენსიონერებს კლავდა
22:24:08     08-01-2013
სამართალდამცველებმა დააკავეს ფოსტალიონი ქალი, რომელსაც პენსიონერებთან პენსია და სოციალური დახმარება დაჰქონდა. ზუსტად ახალი წლის დადგომამდე ორი საათით ადრე მან მორიგი მკვლელობა მოასწრო და ქალაქ მარიოპულში შინ მარტო მყოფი პენსიონერი დაახრჩო.
დონეცკელმა სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ზუსტად ანალოგიურად დეკემბრის დასაწყისში კიდევ ერთი პენსიონერი მოკლეს.
მკვლელი 37 წლის ქალბატონი აღმოჩნდა, რომელმაც ფოსტალიონად მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო. ის ქურდობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი აღმოჩნდა. გაირკვა ისიც, რომ ბოროტმოქმედს კარგად ჰქონდა შესწავლილი, რომელი პენსიონერი როგორ ცხოვრობდა და ჰყავდა თუ არა ვინმე ოჯახში. ახლა მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.