![სამი წლის ბავშვი მაცივარში გაიყინა სამი წლის ბავშვი მაცივარში გაიყინა](http://presa.ge/img/multimedia/a22870.jpg)
სამი წლის ბავშვი მაცივარში გაიყინა
16:46:46     08-01-2013
უბედური შემთხვევა მოხდა ყაზანში. ‘’ინტერფაქსის’’ ცნობით, ახლა გამომძიებლები არკვევენ სამი წლის ბიჭის გარდაცვალების გარემოებებს.
ბავშვი დედასთან და ბიძასთან ერთად ცხოვრობდა, როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, მას ღამით გაეღვიძა და ბავშვს, რომელიც საწოლში არ იყო, ძებნა დაუწყო, თუმცა, ის სახლში ვერ იპოვა. მოგვიანებით კი პატარა მაცივარში ნახა, ის უკვე აღარ სუნთქავდა.
ვარაუდობენ, რომ ბავშვი მაცივარში თავად შევიდა და კარი მიიხურა, რის შემდეგაც მისი გაღება ვეღარ შეძლო და გაიყინა.