![გენპროკურორს მკვლელობაში ადანაშაულებენ გენპროკურორს მკვლელობაში ადანაშაულებენ](http://presa.ge/img/multimedia/a22856.jpg)
გენპროკურორს მკვლელობაში ადანაშაულებენ
22:17:46     07-01-2013
მოლდოვას გენერალურმა პროკურორმა ნადირობისას შემთხვევით ადამიანი მოკლა. ვალერი ზუბკოსთან ერთად ამ დროს მთავრობის სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ზუბკო მომხდარის აღიარებას აპირებდა, თუმცა რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მას ამის გაკეთება აუკრძალა. აკრძალვა პარლამენტის ვიცე-სპიკერისგან ვლად პლახოტნიუკისგან მოდიოდა, რომელიც მოელაპარაკა პრემიერ ვლად ფილატს, რომ მომხდარი არ გახმაურდებოდა, მკვლელობა კი საგზაო-სატრანსპორტო უბედურ შემთხვევად დაკვალიფიცირდებოდა.
თავად პროკურატურაში თავიანთი ხელმძღვანელის მომხდართან კავშირს ჯერჯერობით უარყოფენ, თუმცა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია.