![შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც თავად მკვლელებმა გადაიღეს (ვიდეო) შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც თავად მკვლელებმა გადაიღეს (ვიდეო)](http://presa.ge/img/multimedia/a22855.jpg)
შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც თავად მკვლელებმა გადაიღეს (ვიდეო)
22:14:16     07-01-2013
ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომელიც ჩეჩნების მიერ გოგონას მკვლელობას ასახავდა და რომელიც ექსპერტებმაც კი ინსცენირებად ჩათვალეს, რეალობა აღმოჩნდა.
ჩეჩნეთის საგამოძიებო ორგანოებმა უკვე დაასრულეს გამოძიება - ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით, რაშიც ბრალდებულები არიან 26 და 22 წლის სალავდი ალდამოვი და ბეშტო აბალაევი.
შოკისმომგვრელი ვიდეო სათაურით „კავკასიელი გოგონას ყელს სჭრის“ ინტერნეტში გასული წლის ნოემბერში გავრცელდა. თავიდან ყველამ ჩათვალა, რომ ეს დადგმული სცენა იყო. მალე კი გაირკვა, რომ კადრებში რეალური მკვლელობა იყო ასახული.
გოგონა გაიტაცეს, მერე ყელი გამოჭრეს, ბენზინი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ბოროტმოქმედები ამ ყველაფერს თავადვე იღებდნენ ტელეფონით.