19 წლის გოგონა კოქტეილმა იმსხვერპლა

  22:23:59     06-01-2013

პოლტავის კლინიკურ საავადმყოფოში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც პირველადი ვერსიით ბანანების სწრაფად ჭამის შეჯიბრში დაიხრჩო.

თუმცა გაკვეთის შემდეგ ექიმებმა დაადგინეს, რომ მას სასუნთქი გზები ჰქონდა დამწვარი, რაც კოქტეილმა 'სამბუკამ' გამოიწვია, რომელიც გოგონამ ბანანს მიაყოლა.

კაფე, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, უკვე დახურეს.