სანამ მშობლები ახალ წელს ზეიმობდნენ მათი ორი შვილი გარდაიცვალა

  18:01:53     03-01-2013

სანამ მშობლები ახალ წელს გრანდიოზულად აღნიშნავდნენ, მათი შვილები შიმშილითა და სიცივით დაიხოცნენ. ორი ბიჭი დაიღუპა, ორ გოგონას კი კიდურები მოეყინა. შემთხვევა მოსკოვში მოხდა.

მშობლებმა გადაწყვიტეს ახალი წელი მეზობელთან აღენიშნათ და ბავშვები გაყინულ აბანოში დატოვეს.

ინციდენტის შესახებ პოლიციას მეზობელმა აცნობა. სამართალდამცავებმა ორი ძმა გარდაცვლილი იპოვეს, დები კი კიდურების მოყინვის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მშობლები შვილების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადრეც იყვნენ შემჩნეულნი.