გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მოკლეს
15:15:15     03-01-2013
გამთენიისას, თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა 50 წლამდე მამაკაცის ცხდარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სასიკვდილო დაზიანება თავის არეში ქვით მიაყენეს. სპეციალისტები გარდაცვლილის ვინაობას ადგენენ.
ცხედარი უკვე გადაასვენეს თბილისის მთავარ პროზექტურაში, რაც შეეხება ინციდენტის ადგილს, ის საპატრულო პოლიციამ შემოსაზღვრა და ადგილზე კრიმინალისტთა ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს.
მომხდარს თვითმხილველი არ ყავს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსდება.
თბილისში ბოლო დროს სისხლიანმა გარჩევებმა იმატა. რამდენიმე დღის წინ პეკინზე სამი ადამიანი დაჭრეს...