![საახალწლოდ მუშებმა დამსაქმებელი შეჭამეს საახალწლოდ მუშებმა დამსაქმებელი შეჭამეს](http://presa.ge/img/multimedia/a22785.jpg)
საახალწლოდ მუშებმა დამსაქმებელი შეჭამეს
23:12:07     02-01-2013
მუშებმა, რომლებიც ინდოეთის ასამის შტატში ჩაის პლანტაციაში მუშაობდნენ, ბუნტი მოაწყვეს, რომლის დროსაც პლანტატორი და მისი მეუღლე ჯერ მოკლეს, შემდეგ კი შეჭამეს.
პროტესტი დაახლოებით 1000 მუშამ მოაწყო. მათ დამქირავებლის ბუნგალოს ჯერ ცეცხლი წაუკიდეს, შემდეგ კი ცოლ-ქმარი დახოცეს და როგორც გამოძიებამ უკვე დაადასტურა, მოკლულების ხორცი 5 მუშამ ჭამა.
ბუნტის მიზეზი მუშების საცხოვრებლიდან 10 ადამიანის გასახლება გახდა. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ 3 მათგანი პოლიციამ დააკავა, პლანტატორმა კი მათი დაცვა არ ისურვა, რის გამოც მუშები აღშფოთდნენ.
პოლიციამ უკვე დააკავა 15 ადამიანი, რომლებიც მკვლელობასა და კანიბალიზმში უშუალოდ არიან ეჭვმიტანილები.