ავტოავარიის შედეგად ქალბატონი გარდაიცვალა, ექიმები 2 წლის ბავშვის გადარჩენას ცდილობენ

  11:53:30     31-12-2012

გვიან ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სიკვდილს ებრძვის ორი წლის გიორგი ბუკია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში მოათავსა. პატარას შინაგანი ორგანოების დაზიანება აღენიშნება. კრიტიკულია ბავშვის დედის - ჯამილა ბერიშვილის მდგომარეობაც.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად თბილისში, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავდნენ.

როგორც დაშავებულის ახლობლებმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მანქანას ახალგაზრდა ქალბატონი მართავდა. რომელიც ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილია მძღოლის მეგობარიც. რაც შეეხება ბუკიას მამას, მას ხელი აქვს მოტეხილი.