![სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია სამი ადამიანი სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია სამი ადამიანი](http://presa.ge/img/multimedia/a22770.png)
სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია სამი ადამიანი
14:36:31     30-12-2012
გუშინ ღამით, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კუთხეში სისხლიანი გარჩევა მოხდა. გარჩევის შედეგად დაჭრილია სამი ადამიანი. შს სამინისტრო მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. ადგილობრივები კი ჰყვებიან, რომ მათ გაიგეს ჩხუბისა და ყვირილის ხმა. ერთ-ერთი დაჭრილი მოსახლეობას შველას სთხოვდა.
პოლიცია შემთხვევის ადგილზე ჩხუბის დასრულების შემდეგ მივიდა. სამართალდამცველებს ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. თუმცა, პოლიცია ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილთა ვინაობა იციან. ამოღებულია სისხლიანი დანა.