![გარდაბანში მამედოვების ოჯახი "დააუთოვეს", ბავშვს კი თითი მოაჭრეს გარდაბანში მამედოვების ოჯახი "დააუთოვეს", ბავშვს კი თითი მოაჭრეს](http://presa.ge/img/multimedia/a22755.jpg)
გარდაბანში მამედოვების ოჯახი "დააუთოვეს", ბავშვს კი თითი მოაჭრეს
14:01:44     29-12-2012
გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში გუშინ ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. შეირაღებული პირები მამედოვების ოჯახს დაესხნენ თავს. ყაჩაღებს სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.
თავდასხმის დროს სახლში ოჯახის უფროსი, მეუღლე და 12 წლის ვაჟი იმყოფებოდა. ოჯახიდან წაღებულია 16 ათასი ლარი და ოქროს სამკაულები. ოჯახის უფროსი აცხადებს, რომ თავდამსხმელებს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამედოვები თანხას სახლში ინახავდნენ.
თავდამსხმელებმა ოჯახის წევრებს აუკრეს ხელ-ფეხი და პირი და უთოთი აწამეს, 2 წლის ბავშვს კი, ფეხზე ცერა თითი მოაჭრეს.
ბავშვის ყვირილის ხმა გაიგეს მეზობლებმა. მათი განცხადებით, ცოტაც რომ დაეგვიანათ ოჯახის დიასახლისი გაიგუდებოდა, რადგან მას სკოჩით აკრული ჰქონდა მთელი სახე.
p.s: შს მინისტრი ღარიბაშვილი ყოველ დღე გვიყვება ზღაპრებს იმის შესახებმ რომ არჩევნების შემდეგ დანაშაული მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, საპირისპიროს მეტყველებს ფაქტები.
დიდი ხანია მსგავსი სასტიკი დანაშაული (ყაჩაღობა, "დაუთოვება", თავდასხმის დროს ბავშვზე ძალადობა) საქართველოში აღარ მომხდარა. საყურადღებოა, რომ ამ ფაქტის შესახებ შს სამინისტროს ვებგვერდზე ინფორმაცია არ იძებნება. როგორც ჩანს, ბატონი რარიბაშვილი მსგავსი დანაშაულის დამალვას ცდილობს.
თუმცა, ყველაზე ცინიკური ისაა, რომ პრემიერ მინისტრი ივანიშვილი გვირჩევს გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალური ფაქტების მომრავლებას.