ვალერი მელაძის ძმამ ახალგაზრდა ქალი იმსხვერპლა

  15:55:47     28-12-2012

‘’ვიაგრას’’ პროდიუსერი, კომპოზიტორი კონსტანტინე მელაძე, საკუთარი ავტომანქანით ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.

Lexus მარკის ავტომაქნით ცნობილი მომღერლის, ვალერი მელაძის ძმა, ნასვამ მდგომარეობაში კიევის ქუჩებში მოძრაობდა. ავტოავარიის შედეგად 30 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ტრაგედია ხუთშაბათს ღამით მოხდა. კომპოზიტორი არ მალავს, რომ საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლით (საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევა) აღიძრა და რაც რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.