მკვეხარა პროკურორი...

  13:19:48     27-12-2012

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, საზოგადოებაში, თავისი უცნაური განცხადებების გამო ხშირად ღიმილს იწვევს. „ცნობილი სექსოლოგი“, საზოგადოებას არწმუნებს, რომ იმის მიუხედავად, რა თანამდებობა უკავია პირს, თუ გამოძიებისათვის მისი დაკითხვა საინტერესო იქნება, აუცილებლად გამოიძახებენ პროკურატურაში. 

კბილაშვილმა ეს განცხადება ვანო მერაბიშვილის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მერაბიშვილი, ე.წ. თელასის საქმესთან დაკავშირებით ამჟღავნებს ინფორმირებულობას, რაც გამოქვეყნებული ფარული სატელეფონო ჩანაწრებით დასტურდება. ამიტომ, კბილაშვილის აზრით, პირი, რომელიც ინფორმირებულობას ამჟღავნებს კონკრეტული საქმის შესახებ, აუცილებლად უნდა დაიკითხოს. 

თუმცა, კბილაშვილი, რომელიც ივანიშვილის ხელში უფრო „სექსუალურად მომწიფებული დამსჯელი თოჯინაა“, ვიდრე დამოუკიდებელი პროკურორი, დღემდე ვერ ბედავს დაკითხვაზე გამოიძახოს პრემიერ მინისტრი.

საქმე ეხება ე.წ. რიყის თემას, რომლის მიმართაც, მისი საყვარელი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ივანიშვილი მეტისმეტ ინფორმირებულობას ამჟღავნებს (რაც მისი სატელევიზიო განცხადებებით დასტურდება). 

ამ საქმის ირგვლივ, პროკურატურამ უამრავი მოწმე დაკითხა, მათ შორის მერიის მაღალჩინოსნებიც, მაგრამ ინფორმირებული ივანიშვილის თუნდაც ფორმალური დაკითხვა, მკვეხარა კბილაშვილმა „გასაგები მიზეზების გამო“ ვერ გაბედა...

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრი და თბილისის ყოფილი პრემიერი მამუკა ახვლედიანი დღემდე აცხადებს, რომ რიყის პროექტთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო ბიძინა ივანიშვილი. 

მისი ინფორმაციით, ივანიშვილმა იცოდა ყველა მნიშვნელოვანი დეტალი რიყის განვითარებასთან დაკავშირებით. ახვლედიანის თქმით, პრემიერ მინისტრი პირადად იყო დაინტერესებული რიყის პროექტით.

ამ წუთებში ე.წ. რიყის პროექტის ირგვლივ მამუკა ახვლედიანის დაკითხვა მიმდინარეობს. მართალია, მან გამომძიებლები ახლა უკვე პირადად ჩააყენა საქმის კურსში ივანიშვილის „ინფორმირებულობის“ შესახებ, თუმცა, თუ კბილაშვილის  ბატონ-ყმურ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ ბატონი ივანიშვილის მიმართ, ძნელი წარმოსადგენია, მკვეხარა პროკურორმა პრემიერ მინისტრის დაკითხვაზე გამოძახება გაბედოს...