
ლეონტიევი: ივანიშვილი დაკავშირებულია რუსეთთან
10:36:50     27-12-2012
‘’საქართველოს ფიზიკურად არ შეუძლია არსებობა რუსეთის გარეშე’’, ‘’საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა ადამიანზე, რომელიც გაიზარდა რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთთან და რომელსაც რუსეთის გარეშე არსად არაფერი ესაქმება’’ - ეს სიტყვები რუს ტელეჟურნალისტსა და პოლიტოლოგს მიხაილ ლეონტიევს ეკუთვნის, რომელმაც ‘’კომსომოლსკაია პრავდას’’ საბჭოთა კავშირის აღდგენის დღესთან დაკავშირებით (30 დეკემბერს 90 წელი სრულდება) ინტერვიუ მისცა.
ლეონტიევი დარწმუნებულია, რომ საქართველოს არ შეუძლია ფიზიკური არსებობა რუსეთის გარეშე, რადგან მას ნატო ვერ უშველის.
‘’როგორ უნდა უზრუნველყოს ნატომ საქართველოს მთლიანობა აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, აჭარისა და ჯავახეთის პირობებში. ერთიანობა იმ ქვეყანაში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აფხაზები, ოსები, აზერბაიჯანელები, სომხები და აჭარლები? ვერანაირად... საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა ადამიანით, რომელიც გაიზარდა რუსეთში, დაკავშირებულია რუსეთთან და და რომელსაც რუსეთის გარეშე არსად არაფერი ესაქმება’’ - ამტკიცებს ლეონტიევი.
მისივე თქმით, ‘’ივანიშვილი, ეს არის კომპრომისი და არა ქართველებს, არამედ რუსეთსა და ამერიკას შორის’’.
ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, ლეონტიევი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მომავალი იმპერიებს ეკუთვნის, იმაშიც არის დარწმუნებული, რომ საქართველო გახდება ‘’დიადი რუსეთის’’ შემადგენელი ნაწილი და არათუ საქართველო, რუსეთს, მისი აზრით, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც შეიძლება შეუერთდნენ.