![მკვლელის ბინაში სხეულის ნაწილები და საზარელი წერილი იპოვეს მკვლელის ბინაში სხეულის ნაწილები და საზარელი წერილი იპოვეს](http://presa.ge/img/multimedia/a22707.jpg)
მკვლელის ბინაში სხეულის ნაწილები და საზარელი წერილი იპოვეს
23:00:10     26-12-2012
მეხანძრეების მკვლელის სახლში დამწვარი სხეული და საშინელი წერილი იპოვეს. დამნაშავემ შოკისმომგვრელი აღიარება დატოვა „საყვარელ საქმიანობაზე“ - ადამიანების ხოცვაზე.
უილიამ შპენგლერის დამწვარ სახლში, რომელმაც ქალაქ ვებსტერში მეხანძრეები დახოცა, აღმოჩენილია სიკვდილის წინ დაწერილი ბარათი და ადამიანის სხეულის ნარჩენები.
სავარაუდოდ, ეს არის ბოროტმოქმედის დის, 67 წლის შერილ შპენგლერის სხეულის ნაწილები. მეზობლების თქმით, და-ძმა ერთმანეთს ვერ ეგუებოდა.
თავის წერილში დამნაშავე წერს: „მე მზად ვარ დავწვა იმდენი სახლი, რამდენსაც შევძლებ, და ვაპირებ ვაკეთო ის, რაც ყველაზე უკეთ გამომდის - ვხოცო ადამიანები“.
პოლიციის მონაცემებით, დამნაშავეს პისტოლეტი და დიდი რაოდენობით ტყვიები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბებიის მკვლელობის გამო 17 წლიანი პატიმრობის შემდეგ შპენგლერს აკრძალული ჰქონდა იარაღის ტარების და შენახვის უფლება. მაშინ შვილიშვილმა 92 წლის ბებია ჩაქუჩით მოკლა.
„მისი იარაღი ბრძოლისთვის მზადყოფნაში იყო“ - აღნიშნა ადგილობრივმა პოლიციელმა.
მისივე თქმით, შპენგლერი მეხანძრეებს ელოდა. მან Bushmaster-ით - სწორედ იმ იარაღით ისროლა, რომლითაც სკოლაში შეჭრილი ადამ ლანცი ისროდა 14 დეკემბერს.
62 წლის უილიამ შპენგლერმა 24 დეკემბერს, დილით ცეცხლი გაუხსნა მეხანძრეებს, რომლებიც მის სახლის ცეცხლის ჩასაქრობად მივიდნენ.
ბოროტმოქმედმა ორი მაშველი მოკლა, ორი კი დაჭრა. დაიჭრა, ასევე, ქუჩაში შემთხვევით გამვლელი. ამის შემდეგ შპენგლერმა თავში ისროლა.
ხანძრის შედეგად სამი სახლი დაიწვა. მისი გაჩენის მიზეზებზე არაფერია ცნობილი.