რატომ არ იჭერენ ვალერი გელაშვილს ბორდელის სკანდალის გამო?!

  12:47:12     26-12-2012

ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამაყად გამოგვიცხადა, რომ მისი მოსვლით კანონის უზენაესობა დამკვიდრდებოდა და კანონის წინაშე ყველა თანაბარი იქნებოდა. მართალია, ბიძინას ეს დაპირებაც ისეთივე კვამლი აღმოჩნდა, როგორც ოცნებები გაიაფებულ პურზე, დენსა და გაზზე, მაგრამ ცალსახად ასე თუ დაიბრმავებდა თვალებს ღარიბაშვილის უწყება, ნამდვილად არავის ეგონა.

ბოლო რამდენიმე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციასთან ბრძოლა გახსნილად გამოაცხადა.  გონიოში, თბილისში და კიდევ რამდენიმე ადგილას შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ელვისებური“ დარტყმები განახორციელა და   თითქოსდა სხვა პრობლემა არ ყოფილიყო, ე.წ.  ღია თუ ფარულ ბორდელებს დაერია. ასევე იმ პირებსაც, ვისაც პროსტიტუციის ბუდეებისთვის ფართები ჰქონდათ მიქირავებული, თუმცა ღარიბაშვილის უწყებას ამჯერად ხაშურის მაჟორიტარისა და ‘’მეოცნებე’’ ვალერი გელაშვილის  სახელთან დაკავშირებული, სოფელ გომთან  არსებული საროსკიპო და მისადმი ბრალდებები არც კი გახსენებია და სამართალდამცავები ამ შენობას არც კი გაჰკარებიან.

არადა  ქარელის მოსახლეობა იხსენებდა, რომ ვალერი გელაშვილმა სოფელი ხილის შემნახველი მაცივრის გარეშე დატოვა. როგორც მოქალაქეები აცხადებენ, ბიზნესმენმა გელაშვილმა მაცივარი დაშალა. იმ ადგილას ახლა სასტუმრო მდებარეობს, რომელსაც ადგილობრივები „ბორდელს“ უწოდებენ.

სასაწყობე მაცივარი 1989 წელს აშენდა და ის 3000 ტონა პროდუქტს იტევდა. სოფლის მოსახლეობა მოსავლის აღების შემდეგ, ხილს სწორედ ამ მაცივარში ინახავდა და პროდუქტის სრულად გაყიდვამდე, მას გაფუჭებისგან იცავდა. ქარელის მოსახლეობა პროდუქტის შემნახველი მაცივრის დაბრუნებას ითხოვდა. სოფელ გომთან არსებულ ტერმინალში კი ახლა მხოლოდ უცხოელ მძღოლებს, კერძოდ, თურქებს ემსახურებიან.  ეს ჯერ კიდევ არჩევნებამდე  გახდა ხმაურის მიზეზი.  ადგილობრივი ტელეკომპანია „დიას“ მიერ მომზადებული სიუჟეტიდან  ირკვეოდა და კონკრეტული ჩანაწერებიდან ქალბატონებიც აღიარებდნენ, რომ  აღნიშნული სასტუმროს ფართი, სწორედ გელაშვილის  მიერ იჯარით იყო გაცემული და იქ მეძავი ქალებიც მიჰყავდათ. თუმცა საქმეს მსვლელობა და საკითხს გარკვევა არ მოჰყოლია.

ადგილის  მიქირავება ბორდელისთვის  დანაშაულია. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა  254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემისთვის, ისჯება  თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე,  თუმცა, როცა შერჩევითი სამართალია, ეტყობა „შინაური ბოზებიც“ არსებობენ.