ალუბლის ნამცხვარი ხაჭოს ცომისგან

  15:12:43     30-12-2010

შემადგენლობა
კარაქი  - 150 გრ
ხაჭო  - 150 გრ (5-9%)
ალუბალი  - 500 გრ
ჟელატინი  - 10 გრ
ფქვილი  - 150 გრ
შაქარი  - 180 გრ

ამ ნამცხვრის გაკეთება შეიძლება ნებისმიერი კენკროვანი ხილით. ნამცხვრის ცომი ცალკე ცხვება და გულსართი კი ცალკე კეთდება. გამოდის გემრიელი საზაფხულო გამაგრილებელი დესერტი, რომლის შენახვა შეიძლება მაცივარში რამოდენიმე დღე.

კარაქი დავჭრათ ნაჭრებად და შევურიოთ ფქვილს, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი და კარაქის ნაჭრები კი სულ პატარები, როგორც ნამცეცები. დავამატოთ შაქარი და ხაჭო. კარგად შევზილოთ. და შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით. სანამ ცომი მაცივარშია, გავაკეთოთ გულსართი. ალუბალი ჩავდოთ ქვაბში, დავამატოთ შაქარი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. ცალკე ჭიქაში დავალბოთ ჟელატინი 10-15 წუთით. როცა ალუბალი ადუღდება, გამოვრთოთ გაზი და ჩავასხათ ჟელატინი. კარგად ავურიოთ ყველაფერი და დავდგათ გრილ ადგილას.

ცომი გავაბრტყელოთ, გავჩხვლიტოთ ჩანგლით რამოდენიმე ადგილას.
ჩავდოთ ფორმაში და გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
გამომცხვარ ცომზე დავდოთ ალუბლები სითხის გარეშე და შევდგათ მაცივარში. ცალკე გავაციოთ ალუბლის წვენი, რომელიც დარჩა ქვაბში.

როცა ალუბლის წვენი დაიწყებს გაციებას, სანამ არ გასქელდება, დავასხათ ნამცხვრის შუაგულში, ალუბალზე. შევდგათ მაცივარში. როცა სითხე გასქელდება ნამცხვარი მზად არის.

გურმანი