ქართველმა კანონიერმა ქურდმა თავი ჩამოიხრჩო (ვიდეო)

  15:34:22     24-12-2012

ქართველმა ე.წ. კანონიერმა ქურდმა ალექსანდრე გოგლაძემ, რომელიც „გოჩა კურკას“ მეტსახელითაა ცნობილი, თავი ჩამოიხრჩო - იუწყება გამოცემა „პრესტუპნაია როსია“.

გოგლაძის ცხედარი ლიპეცკის ოლქში, ქალაქ ელცის ციხეში, სამარტოო კამერაში იპოვეს. თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს თვითმკვლელობა იყო თუ არა.

ოპერატიული მონაცემებით თბილისელი ალექსანდრე გოგლაძე, სხვა თანამემამულე ე.წ. კანონიერი ქურდების ხელდასმით მოსკოვის ოლქის კრიმინალურ წრეებზე დიდ გავლენას ფლობდა, თუმცა მეტადონისა და ჰეროინის სიყვარულის გამო მან დროთა განმავლობაში ეს გავლენა დაკარგა.

კრიმინალური „გენერალი“ გასულ კვირას მოსკოვის ოქლში დააკავეს. ჩხრეკისას მას პაკერტით ჰეროინი აღმოუჩინეს, ექსპერტიზამ კოკაინისა და მარიხუანას კვალი გოგლაძის ორგანიზმშიც აღმოაჩინა.