ივანიშვილი: თუ საერთოდ მოვახერხებთ, გაზი შეიძლება მხოლოდ სიმბოლურად გაიაფდეს

  13:57:22     24-12-2012

დღევანდელმა პრესკონფერენციამ, ივანიშვილის კიდევ ერთი მითი დაამსხვრია. პრემიერ მინისტრმა აღიარა, რომ გაზი ან საერთოდ არა, ან მხოლოდ სიმბოლურად გაიაფდება. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის კითხვაზე, რა პრეტენზიები აქვს საქართველოს ახალ ხელისუფლებას გაზის ტარიფთან დაკავშირებით მაშინ, როცა ბაქო აზერბაიჯანში ერთ კუბურ მეტრ გაზს 120 დოლარად, ხოლო მეზობელ საქართველოში, ტრანსპორტირების გათვალისწინებით 145 დოლარად (ფაქტობრივად იგივე ფასად) ჰყიდის, ივანიშვილმა უპასუხა: 

"დიახ, აზერბაიჯანი გაზს მართლაც კარგ ფასში გვაძლევს. თუმცა, რაღაც ასპექტში ჩვენ მაინც განვიხილავთ ფასის კიდევ კორექტირებას. არა პრინციპულს და რა თქმა უნდა, აქ დიდი თადარიგი აღარ გვაქვს იმის, რომ ბევრად გაიაფდეს. თუ საერთოდ მოვახერხებთ, გაზი შეიძლება მხოლოდ სიმბოლურად გაიაფდეს და ეს დაკავშირებული იყოს აზერბაიჯანში ვიზიტთან", - აცხადებს პრემიერ მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებას ახალი მთავრობისგან სამართლიანი მოლოდინი ჰქონდა გაზისა და დენის ტარიფების განახევრებათან დაკავშირებით, რადგან ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში კატეგორიულად ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დენისა და გაზის ტარიფებს გაანახევრებდა. 

არჩევნების შემდეგ, ივანიშვილს თავისივე დაპირებები დაავიწყდა და ყოველ საჯარო გამოსვლისას უწევს თავის მართლება იმის შესახებ თუ რატომ მოატყუა ამომრჩეველი.