ივანიშვილის განცხადების გამო აზერბაიჯანმა შესაძლოა გაზი გაგვიძვიროს

  10:34:25     24-12-2012

აზერბაიჯანმა შეიძლება გადახედოს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ფასს. ამის შესახებ სააგენტო ‘’რეგნუმისათვის’’ აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებიდან გახდა ცნობილი. როგორც ‘’რეგნუმი’’ წერს, აზერბაიჯანული მხარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც ახალქალაქი-ყარსის მაგისტრალის მშენებლობას ეხებოდა.

სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ‘’რეგნუმი’’ წერს, რომ ივანიშვილის განცხადების შემდეგ ბაქომ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებზე და განსაკუთრებით, საქართველოსთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ძალიან მცირე ფასზე დაიწყო საუბარი.

’’აზერბაიჯანი საქართველოზე გაზს სასაცილო ფასში ჰყიდის – ათას კუბურ მეტრს 200 დოლარად. ასეთი ფასები მსოფლიოში არსად არის. მაგრამ აზერბაიჯანს მხედველობაში აქვს სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსთან და ყოველთვის მიდიოდა მასთან დათმობაზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანულმა ინვესიტიციებმა საქართველოში 3 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი ქართული ეკონომიკისა. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა მას კითხვებს უჩენს. საქართველოს არცერთი ცენტი არ ცაუდია ამ გზის მშენებლობაში, ყველა ხარჯი აზერბაიჯანმა აიღო თავის თავზე. უფრო მეტიც, ამ პროექტში საქართველოს ათასმა მოქალაქემ მიიღო სამუშაო. საქართველომ უფრო მეტად მოიგო ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობით, ვიდრე წააგო. საქართველოს ინტერესებშია აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობის შენარჩუნება’’- განუცხადა წყარომ სააგენტოს.

 

იხ. წყარო