
ძვირადღირებული ჯიპების კოლონა შს სამინისტროსათვის (ახალი შესყიდვები)
00:22:30     23-12-2012
ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია შსს-ს მიერ შეძენილი ახალი მანქანების შესახებ. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესოა, თუ როგორ ზრუნავს ღარიბაშვილის პოლიცია და ზოგადად, ახალი ხელისუფლება ხალხზე.
"2012 წლის 17 დეკემბერს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა მთავარმა სამმართველომ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა
გამოაცხადეს სახელმწიფო ტენდერი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ჩატარებული
ტენდერის შედეგად ზემოთაღნიშნულმა ორგანიზაციებმა შეისყიდეს:
1. ქ. თბილისის მთავარი
სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 4.0 ბენზინი 2012 წლის მოდელი
- 2 ცალი (1 ცალის ღირებულება 72 100 ლარი)
2. შსს შიდა ქართლის
სამხარეო მთავარი სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 2.7 ბენზინი 2013 წლის მოდელი
- 3 ცალი (1 ცალის ღირებულება 56 287 ლარი)
ბ) ტოიოტა კოროლა
1.33 ბენზინი 2012 წლის მოდელი - 1 ცალი (1 ცალის ღირებულება - 27 639 ლარი)
3. შსს მცხეთა-მთიანეთის
სამხარეო მთავარი სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
200, 4.6 ბენზინი 2012 წლის მოდელი - 1 ცალი (1 ცალის ღირებულება 118 200 ლარი)
ბ) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 4.0 ბენზილი 2012 წლის მოდელი - 1 ცალი (1 ცალის ღირებულება 72 100 ლარი)
4. შსს გურიის სამხარეო
მთავარი სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 2.7 ბენზინი 2013 წლის მოდელი
- 3 ცალი (1 ცალის ღირებულება 56 287 ლარი)
ბ) ტოიოტა კოროლა
1.33 ბენზინი 2012 წლის მოდელი - 1 ცალი (1 ცალის ღირებულება - 27 639 ლარი)
5. შსს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 2.7 ბენზინი 2013 წლის მოდელი
- 3 ცალი (1 ცალის ღირებულება 56 287 ლარი)
ბ) ტოიოტა კოროლა
1.33 ბენზინი 2012 წლის მოდელი - 1 ცალი (1 ცალის ღირებულება - 27 639 ლარი)
6. შსს ქვემო ქართლის
სამხარეო მთავარი სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 2.7 ბენზინი 2013 წლის მოდელი
- 3 ცალი (1 ცალის ღირებულება 56 287 ლარი)
ბ) ტოიოტა კოროლა
1.33 ბენზინი 2012 წლის მოდელი - 1 ცალი (1 ცალის ღირებულება - 27 639 ლარი)
7. შსს სამცხე-ჯავახეთის
სამხარეო მთავარი სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 2.7 ბენზინი 2013 წლის მოდელი
- 3 ცალი (1 ცალის ღირებულება 56 287 ლარი)
ბ) ტოიოტა კოროლა
1.33 ბენზინი 2012 წლის მოდელი - 1 ცალი (1 ცალის ღირებულება - 27 639 ლარი)
8. შსს კახეთის სამხარეო
მთავარი სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 2.7 ბენზინი 2013 წლის მოდელი
- 3 ცალი (1 ცალის ღირებულება 56 287 ლარი)
ბ) ტოიოტა კოროლა
1.33 ბენზინი 2012 წლის მოდელი - 1 ცალი (1 ცალის ღირებულება - 27 639 ლარი)
9. შსს სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 2.7 ბენზინი 2013 წლის მოდელი
- 2 ცალი (1 ცალის ღირებულება 56 300 ლარი)
10. შსს აჭარის არ მთავარი
სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 4.0 ბენზინი 2012 წლის მოდელი
- 1 ცალი (1 ცალის ღირებულება 72 100 ლარი)
11. შსს აფხაზეთის არ
მთავარი სამმართველო
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
200, 4.6 ბენზინი 2012 წლის მოდელი - 1 ცალი (1 ცალის ღირებულება 118 200 ლარი)
ბ) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 4.0 ბენზინი 2012 წლის მოდელი
- 1 ცალი (1 ცალის ღირებულება 72 100 ლარი)
12. საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტი
ა) ტოიოტა ლენდკრუიზერ
პრადო, 2.7 ბენზინი 2013 წლის მოდელი
- 2 ცალი (1 ცალის ღირებულება 56 300 ლარი)
ზემოთ ჩამოთვლილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ღირებულება ჯამურად
შეადგენს 2 001100 ლარს"...
P.S: რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა იყოს კარგად აღჭურვილი, მათ შორის ავტოტრანსპორტითაც, თუმცა, კითხვები მაინც ჩნდება:
1. პოლიციას ავტომანქანები ისედაც საკმარისად ჰყავდა (რატომ გახდა აუცილებელი ბოლო მოდელის ჯიპების შესყიდვა?)...
2. რამდენად გონივრულია 2 მილიონ ლარზე მეტის მანქანებში გადაყრა მაშინ, როცა 7 მილიარდის მფლობელი პრემიერ მინისტრი ივანიშვილი, ფულის დაზოგვის მიზნით სამთავრობო აგარაკების გაყიდვას აპირებს?
3. ახალი ხელისუფლების ლიდერები და ივანიშვილი ყოველთვის ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ გაუფრთხილდებოდნენ ხალხის მიერ გადახდილი გადასახადებისგან შევსებულ ბიუჯეტს და მას ისევ ხალხის ინტერესებისთვის გამოიყენებდნენ... არის ხალხის ინტერესი პოლიციის უფროსებისთვის ახალი ჯიპების ყიდვა?
4. თავად განსაჯეთ, გამოსწორდება თუ არა, თქვენი სოციალური მდგომარეობა ამ შესყიდვით და არის თუ არა, ახალი მანქანების ყიდვა გადაუდებელი აუცილებლობა?
5. რამდენად სამართლიანია ახალი ჯიპების ყიდვა მაშინ, როცა ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პედაგოგები, ბიუჯეტში ფულის არასაკმარისი რაოდენობის გამო, დეკემბრის თვის ხელფასს ვერ აიღებენ?
და ბოლოს: გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ, ძვირადღირებული ჯიპები შეიძინეს - ფინანსთა მინისტრა ხადურმა, „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ჯაჭვლიანმა და განათლების მინისტრმა მარგველაშვილმა.