ქუთაისში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 6 პირი დააკავეს

  18:03:38     21-12-2012

შინაგან საქმეთა სამინიტროს ქუთაისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხულიგნობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავებული არიან, 19 დეკემბერს, ქუთაისში ,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მათ  ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის I ნაწილით წარედგინათ.

გიორგი ბ-ს,  გიორგი ვ-ს, რაფაელ ლ-ს, შოთა ჟ-ს, თამაზ მ-ს. და ზაზა ა-ს.  სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.