გამყიდველმა მაღაზიაში შესული 15 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა

  10:42:44     20-12-2012

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ბორჯომში, არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული მალხაზ პ. დააკავეს.

შს სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ბორჯომში ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველია. მან მაღაზიაში შესული, დაახლოებით, 15 წლის გოგონა ძალის გამოყენებით,  გვერდით ოთახში გაიყვანა, აიძულებდა სქესობრივი აქტის დამყარებას. გოგონამ თავს გაქცევით უშველა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით აღიძრა.