
რონალდ რიესმა საქართველოს პირველ პირს სიმბოლური საჩუქარი გადასცა (ვიდეო)
17:31:02     17-12-2012
მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში დღეს თვითმმართველობის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საერთო ფასეულობებზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-პოლიტიკურ და მენტალურ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა.
სტრასბურგის თვითმმართველობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის მერმა რონალდ რიესმა წარადგინა და საშობაო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, ყურადღება მან ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა.
სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა მერიის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც დატოვა. რონალდ რიესმა საქართველოს პირველ პირს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.