![პარიზში ქართველ მძარცველთა ჯგუფი დააკავეს პარიზში ქართველ მძარცველთა ჯგუფი დააკავეს](http://presa.ge/img/multimedia/a22521.jpg)
პარიზში ქართველ მძარცველთა ჯგუფი დააკავეს
12:35:00     17-12-2012
პარიზში პოლიციამ ქართველი ეროვნების დანაშაულებრივი ჯგუფი გააუვნებელყო. მძარცველთა დაჯგუფება 20 ადამიანისგან შედგებოდა. ქართველებთან ერთად დაკავებულია სომხეთის მოქალაქეც, რომელიც მძარცველებისგან ნაქურდალ ნივთებს ყიდულობდა.
ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ ცნობით, პარიზსა და მის გარეუბნებში სულ საქართველოს 9 მოქალაქეა დაკავებული, იმავე დაჯგუფების წევრი კიდევ 4 ქართველი უკვე რამდენიმე თვეა დაკავებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ 22 ქურდობა აქვთ ჩადენილი, სომხეთის მოქალაქეს კი, რომელიც რომენვილში ცხოვრობს, ნაქურდალი „საგანძური“ ბინაშივე აღმოუჩინეს. ისიც ასევე დაკავებულია.
ნაქურდალ ნივთებს შორისაა ძვირფასეულობა, კომპიუტერები, - სულ 2050 ევროს ღირებულების, ასევე ამოღებულია „იდეალურ მძარცველთა“ აღჭურვილობა. პარიზის პოლიცია აცხადებს, რომ ბინის მძარცველთა წინააღმდეგ ბრძოლაზე განსაკუთრებული აქცენტი აქვს გადატანილი.