![ჯასტინ ბიბერი პოლიციამ კასტრაციას გადაარჩინა ჯასტინ ბიბერი პოლიციამ კასტრაციას გადაარჩინა](http://presa.ge/img/multimedia/a22487.jpg)
ჯასტინ ბიბერი პოლიციამ კასტრაციას გადაარჩინა
22:39:11     13-12-2012
აშშ პოლიციამ დროულად გახსნა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი მსახიობისა და მომღერლის, ჯასტინ ბიბერის წინააღმდეგ დაგეგმილი მზაკვრული შეთქმულება. პოპ-ვარსკვლავის მიმართ სატიკი ანგარიშსწორება მისმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ჩაიფიქრა და ქილერი პირდაპირ ციხეში მოძებნა.
ამ უპრეცედენტო და სასტიკი დანაშაულის დამკვეთი 45 წლის დანა მარტინია. მას უკვე მისჯილი აქვს 978 წლიანი პატიმრობა 2000 წელს ჩადენილი გაუპატიურებისა და მკვლელობისათვის.
ცნობილია, რომ მარტინი ჯასტინ ბიბერის მგზნებარე თაყვანისმცემლად ითვლება და ფეხზე კუმირის ტატუც აქვს.
გამოძიების ვერსიით, ლას-კრუსესის ციხეში მარტინი დაუკავშირდა ვინმე მარკ სტააკს. ბოროტმოქმედებმა დაგეგმეს ჯასტინ ბიბერის კასტრაცია და მკვლელობა პირად მცველთან ერთად. დამკვეთმა დეტალურად დაგეგმა დანაშაული. მას სურდა, რომ მომღერლისთვის გენიტალიები ბაღის მაკრატლით მოეჭრათ და მსხვერპლის ნაწილები მისთვის მიეტანათ. ის მზად იყო ვარსკვლავის თითოეულ კვერცხში 2,5 ათასი დოლარი გადაეხადა.
ბიბერი 'პეისლის' ორნამენტიანი ჰალსტუხით უნდა გაეგუდათ. სწორედ ამით ჩაიდინა მარტინმა ის მკვლელობაც, რომლისთვისაც ის ახლა ციხეში ზის.
პოლიციას ხელთ აქვს ეჭვმიტანილთა სატელეფონო საუბრები. კერძოდ, გამომძიებლებმა დააფიქსირეს ტანერ რუეინის ზარი დამკვეთის ნომერზე.
სტააკი დაპატიმრებული იქნა ვერმონტში, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში მისი ნათესავი აიყვანეს. ჩხრეკისას ეჭვმიტანილის მანქანიდან ამოღებულ იქნა სეკატორი, რომლითაც. სავარაუდოდ, დამნაშავეები ჯასტინ ბიბერის დასაჭურისებას გეგმავდნენ.
დადგენილია, რომ ქილერები ვერმონტში 14 ნოემბერს ჩავიდნენ, სადაც 28 და 29 რიცხვებში მედისონ-სკვერში უნდა ჰქონოდა ჯასტინ ბიბერს კონცერტები.
დავსძენთ, რომ შურისძიების გეგმა დანი მარტინს მას მერე მოუვიდა თავში, როცა ის ცდილობდა კონტაქტი დაემყარებინა თავის კუმირთან, მაგრამ უარი მიიღო.
ჩანაფიქრი დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ ჩაიშალა. დანა მარტინმა თვითონ ჩაუშვა თანამოაზრეები პოლიციელებთან.
მარკ სტააკი უკვე იჯდა ციხეში ქურდობისთვის, საიდანაც ოქტომბერში გამოვიდა. პოლიციის მონაცემებით, ვერმონტში მარკს და მის ნათესავს კიდევ ორიადამიანი უნდა მოეკლათ. ეს შეკვეთა, სავარაუდოდ, სხვისგან ჰქონდათ შეკვეთილი.
მომღერალ ჯასტინ ბიბერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიღებულია ყველა ზომა მსახიობის და მისი თაყვანისმცემლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.